სასწავლო ტური ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიღწევებსა და გამოწვევებზე
2013 წლის 19-21 აპრილს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო ტური ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში“. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექსპერტებმადა მედია/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაიმსჯელესსამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიღწეულ პროგრეზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზეევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატიცივის პროგრამის ფარგლებში.
დაწვრილებით...საზოგადოებრივი მონიტორინგითვითმმართველ ქალაქებში
2013 წლის აპრილში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში. შეხვედრებზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის მიზნების, ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და დონორი ორგანიზაციის შესახებ. ასევე, მხარეების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დადასტურდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.
V4 С3-ის ევროინტეგრაციისთვის
2013 წლის 9 მარტს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი თემურ თორდინავა და პროგრამების მენეჯერი ნათია დაღელიშვილი მიწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი რადიოს გადაცემაში „ევროპის დროით“. პირდაპირ ეთერში გაიმართა დისკუსია CIESR-ის პროექტის – „V4 С3-ის ევროინტეგრაციისთვის“ – ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ.
საზოგადოებრივი მონიტორინგი თვითმმართველობის გამჭვირვალობისთვის
02.02.2013 - 2013 წლის თებერვლიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) ახორციელებს პროექტს:„საზოგადოებრივი მონიტორინგითვითმმართველობის გამჭვირვალობისთვის“. პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში (ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) არსებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის მონიტორინგის გამოცდილების გაზიარებას და ამ გზით რეგიონებში თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის ეფექტიანობის ხელშეწყობას.
საჯარო ლექცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა“
24.01.2013 - 2013 წლის 21-23 იანვარს თბილისში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) მიერ ჩატარდა საჯარო ლექციების ციკლი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის თემაზე „აღმოსავლეთის პარტნიორობა“.
ლექციები ჩატარდა საქართველოს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:













